გერმანულ-ქართული სამართლის კონფერენცია

5 ნოემბერი 2018

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდისა (IRZ)  და გერმანიის  ადვოკატთაფედერალური ასოციაციის (BRAK) მხარდაჭერით, თბილისში, 14-15 ნოემბერს, ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის გაიმართება გერმანულ-ქართული სამართლის კონფერენცია.

 

ღონისძიებას გახსნიან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდისა (IRZ)   და    ადვოკატთა ფედერალური ასოციაციის (BRAK)  წარმომადგენლები.

 

კონფერენციას გაუძღვებიან სამართლის ექსპერტები - ბერლინის სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი, ანია თეშნერი და ბრანდერბურგის რეგიონალური ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, დოქტორი ფრენკ ენგელმანი, აგრეთვე ქართველი ექსპერტები,ადვოკატები - თეა ხამხაძე და ლაშა კალანდაძე. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება სამოქალაქო სამართლის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

 

  1. დაუსწრებელი გადაწყვეტილების პროცესუალური წესები და მისი ეფექტი და ურთიერთიმართება შეჯიბრობითობის პრინციპთან;
  2. იმპერატიული ნორმის ხასიათი გერმანულ სამართალში და მისი კავშირი მხარეთა მიერ დადებულ შეთანხმებებთან;
  3. შეჯიბრებითობის პრინციპი და მტკიცების ტვირთის გადანაწილების თავისებურებები;
  4. ბიზნეს დავების განხილვის თავისებურებები;
  5. პროცესები მრავალი მხარის მონაწილეობით და მისი თავისებურებები;
  6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები და შებრუნების გარანტიები;

ღონისძიებაზე დარეგისტრირებას შეძლებს პირველი 40 სამოქალაქო და საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე

ღონისძიების დღის წესრიგი მოგვიანებით გაეგზავნებათ ელ. ფოსტის მისამართზე მხოლოდ დარეგისტრირებულ ადვოკატებს.

გისურვებთ წარმატებას!

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი